LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია ელექტროენერგიის ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს

67

დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორ მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, სემეკ-ის ახალი წევრი ხვალ და ზეგ დაგეგმილ სხდომებს არ დაესწრება, რადგან წინასწარ პროცესში არ მონაწილეობდა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ კომისიაში დამტკიცებულ მეორე წევრს, გოჩა შონია სატარიფო განაცხადების განხილვებში ჩართული იყო, შესაბამისად, სხდომებსაც დაესწრება.

25 დეკემბერს მარეგულირებელი კომისია რამდენიმე ჰესის წარმოების ტარიფს და “სახელმწიფო ელექტროსისტემის” ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფებს დაადგენს. “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” სამომხმარებლო ტარიფები კი სამშაბათის სხდომაზე დამტკიცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები