LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას

43

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ამით მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ.

თბილისის მერმა გაიხსენა გავრცელებული ცნობა, თითქოსდა, მისი სარეზერვო ფონდიდან თანხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს გადაურიცხა, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ ყოფილა.

„განვმარტავ, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მიმართა მოქალაქე დეა გოლიაძემ სწავლის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. წერილში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რასაც თავადვე ადასტურებდა ფაქტებით. გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, 6000 ლარის დავალიანების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, სამსახურმა გაგზავნა შუამდგომლობის წერილი თბილისის მერთან – სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნის თაობაზე. წერილში ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მიზანმიმართულად, ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ზნეობის ყოველგვარ ნორმას სცილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები