LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: ოპოზიციის დაძახილზე საკრებულოში არ მივალ

67

“რასაკვირველია საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი”, – ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მერობის პერიოდში საკრებულოსთან ინტენსიურად თანამშრომლობდა, ესწრებოდა სხდომებს, აბარებდა ანგარიშს და პასუხებს სცემდა ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მოსახლეობას აინტერესებდა. ნარმანია ამჯერად, საკრებულოში მისი მისვლის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ვინაიდან ის მერის პოსტს აღარ იკავებს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ, ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მისვლა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, კომპანია “ყვარელრემმშენმა“ იმ კონსტრუქციის რეაბილიტაციაზე, რომელიც მეტროში 30 იანვარს ჩამოინგრა, ტენდერი ნარმანიას მერობის დროს მოიგო.

შეგახსენებთ, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები