LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: შესაძლოა ვერტმფრენის ჩარევა გახდეს საჭირო

41

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მთამწმინდაზე ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით ცეცხლი დასახლებულ ნაწილს არ მოსდებია.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შესაძლოა, სამუშაოებში ვერტმფრენის ჩარევა გახდეს საჭირო.
ხანძარი მთაწმინდაზე რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია.

როგორც “ფორტუნას” განუცხადეს ადგილზე 40-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს, თუმცა ხანძარი ძნელად მისადგომ ტერიტორიაზეა, ამიტომ მეხანძრეებს სამაშველო ოპერაციების ჩატარება უძნელდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები