LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში „ხილის ფესტივალს“ დაესწრო

157

თბილისობა 2017 გრძელდება. დავით ნარმანია დღესასწაულის ფარგლებში „ხილის ფესტივალს“  მეუღლესთან ერთად დაესწრო. ფესტივალი სიონის ქუჩაზე იმართება. ღონისძიებაში მონაწილე სხვადასხვა კომპანიას  ხილისგან დამზადებული პროდუქცია აქვს წარმოდგენილი. „ხილის ფესტივალზე“ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ხილისგან დამზადებული ტკბილეული დააგემოვნონ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობას ქართული კომპანიები იღებენ.

„აქ ისეთი კომპანიებიც არიან, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვითარდებიან და ეს არის მისასალმებელი, რადგან ერთი მხრივ იქ ხალხია დასაქმებული, მეორე მხრივ კი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია ხდება. ძალიან ლამაზია ფესტივალი სანახაობრივი თვალსაზრისით და ყველას მოვუწოდებ ნახონ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიების მეორე დღეს სხვადასხვა გასართობი, კულუტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. შეკრების ადგილი რიყის პარკი, ახალი თბილისი და ლეღვთახევია.

მეტეხის ხიდზე,  18:00 საათამდე, ჟურნალ „აუტო ბილდის“ ორგანიზებით ტრადიციული ავტოშოუ გაიმართება. ხიდზე  თბილისის ავტომუზეუმის უნიკალური ავტომობილებია გამოფენილია. ასევე,მოტოციკლეტები, სპორტული მანქანები, სკუტერები, ველოსიპედები და სხვა საინტერესო მოდელები.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები რიყის პარკისა და ევროპის მოედნის გარდა, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

2-დღიანი ზეიმი, დღეს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით და გალა კონცერტით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები