LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიას მომავლის შესახებ არაფერი ვიცი – თეა წულუკიანი

52

„დავით ნარმანიას მომავლის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა ვუსურვებ წარმატებას,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც გერმანიაში საქართველოს ელჩად თბილოსის მერის, დავით ნარმანიას, შესაძლო წარდგენას ეხებოდა.

წულუკიანის თქმით, დავით ნარმანიამ დედაქალაქისთვის ძალიან ბევრი საქმე გასწია.

„მინდა, დავით ნარმანიას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რა საქმიანობაც გასწია. ამ ადამიანმა ბევრი უსამართლო, ხანდახან სამართლიანი  კრიტიკის მიუხედავად, ჩუმად ბევრი საქმე გასწია, რომელიც მერი როცა აღარ იქნება, უფრო კარგად გამოჩნდება,“ – განაცხადა წულუკიანმა.

სად გადაინაცვლებს ნარმანია და სად გააგრძელებს საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც  მთავრობის სხვა წევრმები ფლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები