LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

167

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის განმხილველმა მოსამართლეთა კოლეგიამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამართლებულ ასლან ბეჟანიძის მიმართ, ძალაში დატოვა.

ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე, მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.

საქმე პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის 26 მარტს, ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, ასლან ბეჟანიძე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.