LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაცარავა ორჭოსანში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის ფოტოებს აქვეყნებს

212

სპორტსმენი, მსახიობი და ტელეწამყვანი დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში თბილისი-გორის მაგისტრალთან, სოფელ ორჭოსანში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის ფოტოებს აქვეყნებს.

ქაცარავა აანონსებს, რომ მსგავსი ფოტოების გამოქვეყნებას კვლავ აპირებს.

“იცნობდეთ ორჭოსანში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზას.
ჯერ მხოლოდ ვიზუალურად.
მეორე სურათში (სპეციალურად გადაღებულია შორი ხედვით) მსურველებს შეუძლიათ მოძებნონ ოკუპანტების სათვალთვალო საფარი…
გაგრძელება მალე იქნება…
ძალა ერთობაშია!!!!”, – წერს დავით ქაცარავა.

მისივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1500 ოკუპანტი ცხოვრობს თავიანთი ოჯახით.

ქაცარავამ ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დააარსა. მოძრაობის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან “პატრულირებენ”. მისი თქმით, პროტესტმა ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელიდან რეალურ ცხოვრებაში უნდა გადაინაცვლოს.

იხილეთ მეტი სამოქალაქო მოძრაობასა და ქაცარავას წამოწყებაზე: “მორჩა მხოლოდ განრისხებული პოსტების წერა,გადავწყვიტე ოკუპანტებს გზაზე გადავეღობო!”

პოპულალურები