LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით რაქვიაშვილი: “ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს”

86

უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს. ამის შესახებ მან ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
„სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს ექვემდებარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც იყო დაზარალებული, უკვე გამოწერილია. ჩვენ მოვინახულებთ დარჩენილებს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მთლიანად ამ კრიზისის ფორმირების ანალიზი გაკეთდეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს, ამ ანალიზის და შეფასების პერიოდში გაეცემა პასუხი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილი შს მინისტრს შეხვდა და არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები