LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საგანელიძე: ახალი ფარმაცევტული ქარხნის აშენების შემდეგ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება

36

ავსტრიულმა კომპანიამ, კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისთვის გამართა.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის  აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო დაესწრნენ.

მთავრობის მიერ გამოცხადებულ  სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში  ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა  წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium) წარადგინა. საპარტნიორო ფონდი  „ალფამედიკ კონსორციუმის“  მიერ წარმოდგენილ პროექტს  შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად  სწავლობს, რის შემდეგაც  იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

დავით საგანელიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება.  „ვამაყობ, რომ საპარტნიორო ფონდი ამ პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ფონდში ასევე წარმატებით არის დაწყებული პროექტი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში წამლების გაიაფებას  უზრუნველყოფს. მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ წამლები იაფდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეპარატებზე ფასი მინიმუმ 30%-ით დაიკლებს, ხოლო როცა ახალი ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას წამლების ღირებულება განახევრდება. რაც შეეხება საქართველოში პირველ მაშტაბურ რეფორმას, რომელიც ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სფეროში უნდა განხორციედეს, ყველაზე საუკეთესო შეთავაზება  ტენდერში ალფამედიკმა წარმოადგინა’’,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.

მისივე განცხადებით, „ალფამედიკი“ საკმაოდ სერიოზული და ძლიერი კომპანიაა, რომელსაც ანალოგიური რეფორმა ბევრ ქვეყანაში აქვს წარმატებულად განხორციელებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდეა. „ინვესტორს ვალდებულება აქვს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები. სახელმწოფო კი საპარტნიორო ფონდის  სახით მიიღებს მონაწილეობას. თანხის ოდენობა ჯერ განსაზღვრული  არ არის.  ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე რამოდენიმე წელი ვმონაწილეობთ ბიზნესში, რათა გავაძლიეროდ მათი  საწყისი კაპიტალი. აწყობილი ბიზნესი კი რჩება ჩვენს პარტნიორს, საპარტნიორო ფონდი კი იბრუნებს თანხას გარკვეული მოგებით“, -დასძინა ფოდნის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები