LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საგანელიძე: რუხის სავაჭრო ცენტრი იძენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას

112

რუხის სავაჭრო ცენტრი, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს.

როგორც „ფორტუნას“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ სტუდენტების მარათონით გაიხსნა. გამარჯვებულები „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დააჯილდოვეს. რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხერო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს. რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, „ქართული ლუდის კომპანია“, „ზედაზენი“, რომელიც ფესტივალის განმავლობაში მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს.

მოხარული ვარ, რომ ფესტივალი „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“ ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სწორედ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართება. დღეს რუხის სავაჭრო ცენტრი იძენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას. ამ ადგილას ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების წახალისებას და კონტაქტების გამარტივებას. გზა ერთობისკენ უნდა გავიაროთ ღირსეულად. „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ ერთი თვის განმავლობაში მოეწყოს ზეიმი. ეს ზეიმი იქნება მთელი საქართველოსთვის და მთელ საქართველოში ჩვენ აფხაზ ძმებსაც ვგულისხმობ. როცა ეს სავაჭრო ცენტრი შენდებოდა ბევრი სკეპტიკოსი ფიქრობდა, რომ ეს ადგილი არ იქნებოდა აქტიური, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ამ ინიციატივას გარდა იმისა, რომ ეს ადგილი არის რეგიონის მრავალფუნქციური ჰაბი და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ეს მრავალფეროვანი ერთთვიანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება, რომელზე დასწრებაც საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის. ამასთანავე, ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას და იმ კერძო კომპანიებს, რომელთა ძალისხმევითაც შევძელით ფესტივალის გამართვა“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის გახსნაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები