LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა, გამოძიება დაუყოვნებლივ დასაწყებია“ – ომბუდსმენი

63

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქალაქო სასამართლომ გუშინდელი განაჩენით დაადასტურა, რომ დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა, შესაბამისად, მისი შეფასებით, გამოძიება დაუყოვნებლივ დასაწყებია.

ლომჯარია ამბობს, მოკვლევა საქმეში სხვა შესაძლო დამნაშავეების არსებობაზე, ამ დრომდეც უნდა დაწყებულიყო, რადგან ამის საფუძველი უფრო ადრეც არსებობდა.

„ჩვენ ვერ აუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი. ეს უფრო მალე უნდა ყოფილიყო გამოძიებული. უფრო ადრე იყო საბაბი და საფუძველი იმისა, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წასულიყო და დაეწყო მოკვლევა, ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი. გამოძიება დაუყოვნებლივ დასაწყებია,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომისიამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ პროკურატურამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნული დანაშაული გამოძიების დროს რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრუნდება და ზედამხედველობას კვლავ პროკურატურა უწევს, ლომჯარია აცხადებს, რომ ეს არის რეალობა და მოქმედი კანონმდებლობა.

„რეალურად, გამოძიებას ვერცერთი სხვა მექანიზმი ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყოს და ამ პროცესზე ზედამხედველობა თვისი საგამოძიებო კომისიით საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები