LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საყვარელიძეს სახეზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს

66

“ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე შეასხეს, ამის შესახებ “ფეისბუქზე” ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და თავად საყვარელიძე წერენ.

სააკაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.

“სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, დავით საყვარელიძეს ქუჩაში სახეზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს. როგორ ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“.

დავით საყვარელიძე კი ამბობს, რომ მსხვერპლი არასწორად შეარჩიეს.

„მესმის, რომ მიეჩვივნენ ქუჩურ, ხულიგნურ მეთოდებს და სწორედ ამისი წყალობით დროებით ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მოიშორებს ამ არაშორსმჭვრეტელ მოხელეებს და პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს – ისევე, როგორც ახლა მე ვიშორებ სახიდან ბრილიანტის მწვანეს და მივდივარ ეთერში სასაუბროდ.

ჩვენი ბრძოლა მხოლოდ იწყება! კარგად გაარკვიეთ ჩემი წარსული, საიდან ვარ წარმოშობით, მსხვერპლი არასწორად შეარჩიეთ!“

14632865_1333644469999264_8150599995850359322_n-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები