LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო მოსახლეობას ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს

69

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით,  მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.

მინისტრი მოსახლეობას ჩაცმასთან დაკავშირებითაც აძლევს რჩევებს და ამბობს, რომ ძლიერი სიცხის პერიოდში, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბავშვებმა, ქრონიკული დაავადების მქონე და ასაკოვანმა პირებმა.

“ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას და ზაფხულის პერიოდში ყველაზე მცირე ლიტრანახევარი წყალი, ხოლო გარეთ ყოფნისას ორი ლიტრი წყალი მიიღეთ. მნიშვნელოვანია ჩაცმულობა, სამოსი უნდა იყოს  ღია ფერის, რადგან მზეზე ნაკლებად ირეკლავს სხივებს და  უნდა იყოს ჰაერგამტარი. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ბავშვებისათვის, ქრონიკული დაავადებისა და ასაკოვანი პირებისთვის”, – განაცხდა სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

4 ივლისს სამინისტრომ მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციები ოფიციალურად გაავრცელა: