LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკოს თქმით, ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას რთული ფორმა გახდა

110

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა გახდა.

მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს.

მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ჩუტყვავილას აქვს თავისი მერყეობა წლების განმავლობაში, თუმცა რაიმე გამოკვეთილი სიტუაცია, რომ წელს მნიშვნელოვნად მომატებულია, ასე ნამდვილად არაა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები