LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სოკოლოვი მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს

1789

ერთ-ერთი პირველი ქართველი ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი, რომელიც მაყურებელს გამორჩეული ხმის ტემბრით და განსხვავებული მეტყველების მანერით დაამახსოვრდა, დღეს ხანდაზმულთა პანსიონში ცხოვრობს. ამის შესახებ ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ი სპეციალურ ვიდეო რეპორტაჟს ავრცელებს.

“ერთი წელია აქ ვარ, ადრე სხვაგან ვიყავი, აქ მეტი ყურადღებაა და სამედიცინო მომსახურებაც უკეთესია”, – ამბობს დავით სოკოლოვი  საუბარში.

ის თავის წარსულზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ “სიზმარში ხშირად ვხედავ, ტელესტუდიაში როგორ შევდივარ”

 

https://www.facebook.com/POSTV.Main/videos/553679471644213/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები