LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსაფაშვილი კვირიკაშვილს თავისუფლებას ულოცავს და ივანიშვილის გაპრემიერების მომხრეა

61

“14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ” – “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრის გადადგომას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს კრიზისიდან გამოსასვლელად სამ წინადადადებას სთავაზობს.

1. ბიძინა ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერმინისტრობა, როგორც ამას ითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

2. სუს-მა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება.

3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა,“ – აცხადებს უსუფაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი გუშინ დატოვა.

“კვირიკაშვილმა შეძლო ბევრი რამ, ბევრი რამ ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი. ვუსურვებ წარმატებას და ამქვეყნად თავაწეულ, ამაყად სიარულს. ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუსურვო სახელმწიფო მოღვაწის დარი მხნეობა, გამჭრიახობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ მის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული ის, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებში და წლებში და როგორ მოვახერხებთ ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულ გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე – არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები