LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი ჯოზეფ დოლის შეხვდა

60

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტს, ჯოზეფ დოლის შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციაზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მიესალმება რჩევებს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი პარტნიორებისგან, თუმცა მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს პარტიული პოზიციები და საუბარი სტანდარტების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ ორი საკითხის კავშირის შესახებ პოზიციას იგი ვერ გაიზიარებს.

ჯოსეფ დოლის განცხადებით, მისი დიდი სურვილია, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღოს. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ არსებობს ვიზალიბერალიზაციის პროცედურა და ეცდება, რომ ამ პროცესში საქართველოს პრობლემა არ შეექმნას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არც ერთ ძალას, და ყველაზე მეტად რუსეთს, არ მიეცეს საარჩევნო პროცესებით მანიპულირების შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები