LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი: მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში

93

შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მზადაა იყოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საუბრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, „ის ყალიბდება იქითკენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“.

„დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რომ მივიხედ-მოვიხედოთ და ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი არა მხოლოდ წარმატება-წარუმატებლობის შანსების აწონ-დაწონვის თვალსაზრისით, არამედ, რა ხდება ზოგადად, სპექტრში – ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს. თუ ვხედავთ, რომ მსგავსია ჩვენი ხედვები, პლატფორმები 2-3 შესაძლო კანდიდატის, ალბათ აჯობებს, სანამ კანდიდატობას შევუდგებით, გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები