LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს

46

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს. უსუფაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატიც უკვე შერჩეულია. უსუფაშვილი პარტიის ფორმირების გრაფიკსა და არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე დაახლოებით 10 დღეში პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
”აქტიურად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მონაწილეობა იქნება იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკური ძალა მოემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, ასევე მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კანდიდატურად კონკრეტულ პიროვნებას დავასახელებ. მე ვიქნები თუ სხვა, ამას მომავალში გაიგებთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები