LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. „ოდეერების“ სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა იგეგმება

159

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის, განცხადებით, სტუქტურული ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინებელი ყველა სახელმწიფო სტრუქტურის გაუქმება.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის გაუქმება და დაზვერვის ფუნქციის სუსისთვის გადაცემა, არამედ საგარეო დაზვერვისთვის ფუნქციის შეცვლაც და ე.წ. „ოდეერების“ სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა.

მთავრობაში დაგეგმილ სტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე ცვლილება, სავარაუდოდ, 112 კანონში შევა.

ამასთან, დეპუტატებმა ჯერ არ იციან, როგორ გამოიხატება ციფრებში მთავრობის მიერ დაგეგმილი ოპტიმიზაცია. სწორედ ამიტომ, კვლავ ძალაში რჩება შეკითხვები, რომელიც დეპუტატებს, განსაკუთრებით კი, ოპოზოციონერ დეპუტატებს,   რეორგანიზაციის ფინანსურ მხარესთან აქვთ.

პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები