LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანი:”ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო”

67

“როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესი. ამერიკელი კოლეგები აღნიშნავენ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მათ ჰქონდათ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რეფორმების შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ვიმუშავებთ მათი იმპლემენტაციის საკითხზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მიზნით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.