LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა

63

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰა სიალასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად შეხვედრაზე ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართულობისთვის და ასევე იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენ პირებთან მიმართებაშიც ლიბია ძალისხმევას არ დაიშურებს პროცესის დროული დასრულებისა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებისათვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქართული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოთქვამს, რომ ლიბიის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით შეძლებს ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფას. მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები