LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანმა სუამი-იაპონიის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

70

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს მართავს.

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სუამი-იაპონიის მინისტერიალში, სადაც სხვადასხვა სფეროში იაპონიასთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ინტერესი სავაჭრო ინვესტიციების განვითარების საკითხის განხილვას მოჰყვა.

საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვდა ასევე ყურის ქვეყნებისა და ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის გენერალურ მდივნებს.
შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ნოემბერში საქართველოსა და ყურის ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობით პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები