LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავოსი: გახარიამ კატარის ეკონომიკის მინისტრს საქართველოს ბიზნესგარემო გააცნო

103

დავოსში მიმდინარე 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა. შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანისთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის გაზრდილ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეიხმა მზადყოფნა გამოთქვა წვილილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში.

გიორგი გახარიამ შეიხს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყანაში კატარული ინვესტიციების მოზიდვას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ისეთ სახელმწიფო პროგრამებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია “პასუხისმგებლიანი ლიდერობა,” მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

პოპულალურები