LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავუჯერე ქალბატონ სალომეს” – ჟურნალისტების ნაცვლად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა “გადაახვია”

76

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სკანდალურ კომენტარს ეხება ჟურნალისტებთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილმა, მათ მოუწოდა „ცოტა ტვინი გაენძრიათ“ და მისი განცხადებები გადაეხვიათ.

ჟურნალისტების ნაცვლად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გადაახვია და ნაპოვნ განცხადებებს, პრეზიდენტის სასახლეში ყოფნა – არ ყოფნასთან დაკავშირებით, „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

“ხოდა მოვუსმინე და დავუჯერე ქალბატნონ სალომეს, გადავახვიე და 2014-მდე მივედი, ხოდა ჰოი საოცრებავ: ” რომელ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ ნახევარ მილიარდიანი სასახლე მიაგდოს და არ გამოიყენოს ? ეს რა არის რაღაც მდაბიო რევანშიზმის გამოვლინება? “რადგანც სააკაშვილის უაზროდ აშენებულია ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ”!…

საპრეზიდენტო სასახლის გაუქმება, გვინდა არ გვინდა, რაღაც ანტი სახელმწიფო ნიშანს ატარებს, ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოა …. ჩამქრალი და უხმარი სასახლე უარყოფითი ნიშანიცაა… ამიტომ არსებობს და გამოვიყენოთ” — სალომე ზურაბიშვილი”, – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები