LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად 12 მლნ ლარია საჭირო – გურამ რჩეულიშვილი

94

”ცენტრ პოინტის” მშენებლობისგან დაზარალებული ამჟამად 3 400 ადამიანია, ყველაფრის დასრულებას კი 12 მილიონი ლარი სჭირდება“, – ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა.

”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კომპანიამ საკუთარი რესურსები ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გამოიყენა.
„პირველ შემთხვევაში, სხვა კომპანიას ებარა ეს რესურსები, შემდეგ კი დაედო ყადაღა, რაც ამ რესურსების გასხვისებაში და ფულის უკან ჩაბრუნებაში ხელს გვიშლიდა. შესაბამისად, კომპანიას აქვს საკუთარი რეზერვი, რასაც შესთავაზებს ინვესტორს. დასასრულებელი არის სულ 12 ობიექტი, რომელთაგან ცხრაზე სამუშაოები დაიწყება და დასრულდება ერთი წლის განმავლობაში, დანარჩენი სამის კი მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები