LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზოგე წყალი: სკოლა ოპიზა GWP-ს პროექტს ასრულებს

1545

კომპანია GWP-ს და „ეკოხედვის“ საგანმანათლებლო პროექტი დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. პროექტში ვარკეთილის 16 სკოლა მონაწილეობს. მოსწავლეები ერთმანეთს საინტერესო აქტივობების ჩატარებაში, დაზიანებული ადგილების პოვნასა და წყლის დაზოგვაში ეჯიბრებიან.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მხარს უჭერს სკოლა „ოპიზას“. ბავშვებმა ერთი თვის განმავლობაში არაერთი აქტივობა განახორციელეს: მოსახლეობასთან შეხვედრები, აქციები, მსვლელობები, სახალისო და შემეცნებითი პოსტერების დამზადება და სხვა.

მათი ერთ-ერთი გამოხმაურებადი აქცია იყო წვიმის წყლის შეგროვება და მომდევნო დღეებში სკოლის საპირფარეშოებში გამოყენება. ასევე მონაწილეებმა სხვა მოსწავლეებს ჩაუტარეს თამაშები და სპექტაკლები, ეწვივნენ სხვადასხვა სკოლებს, რომლებიც ოლიმპიადაში არ მონაწილეობენ.

პროექტში მონაწილე „ოპიზელები“ ასევე გაესაუბრნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და ესტუმრნენ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“.

დღეს, ბავშვები პროექტის ბოლო დღეს, კონცერტით დახურავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები