LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავს

129

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს ზეიმობს. სპეციალურად ამ დღისთვის, სოხუმში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.

აღლუმი, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა მეთაურობს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გამოსვლით დაიწყო:

„დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ასობით და ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთი კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და სხვა უცხო ქვეყნებიდან”-განაცხადა ხაჯიმბამ.

 

https://www.facebook.com/abkhazialive/videos/692303234476250/

ოკუპირებული აფხაზეთის გარდა,  “დამუკიდებლობის დღეს” აღნიშნავენ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც. 2018 წლის, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა “დამოუკიდებლობის” 10 წლისთავი აღნიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები