LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დებატებს მწვავეს ვერ დავარქმევ, იყო უფრო ემოციური, ძალზედ ანგაჟირებული” – გიორგი გახარია

78

თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების და მხარდამჭერების, ასევე ოპონენტების მიმართ, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.

გახარიას შეფასებით, ფრაქციის სხდომაზე დებატები უფრო ემოციური იყო, ვიდრე მწვავე.

„დებატებს მწვავეს ვერ დავარქმევ, იყო უფრო ემოციური, ზედმეტად ემოციური, ხშირ შემთხვევაში, ძალზედ ანგაჟირებული. თუმცა, ეს საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების და მხარდამჭერების და რა თქმა უნდა, ოპონენტების მიმართ. სადაც შესაძლებელია, ამ თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ,“ აღნიშნა გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები