LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა სიდონიას ხელნაკეთი სამკაულები ბერლინსა და ვენაში გამოიფინება

594

2 დეკემბერს ბერლინში, საქართველოს საელჩოში, დედა სიდონიასა და არქიტექტორ-დიზაინერ რამაზ კიკნაძის ხელნაკეთი სამკაულების კოლექციის ერთობლივი  პრეზენტაცია მოეწყობა.

„კომუნიკაცია ფერების სამყაროში“ – ახალ კოლექციაში ძველი ისტორიული ელემენტები  და დეტალები თანამედროვე ფორმით არის წარმოჩენილი. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და ბერლინში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დედა სიდონიას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა 5-6 დეკემბერს ვენაშიც გაიმართება. გამოფენას გოგი ოქროპირიძის სახელოსნო უმასპინძლებს. ხოლო 10 დეკემბერს, დედა სიდონიას ახალი კოლექციის პრეზენტაცია ქალაქ ბიბერახში შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები