LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის ოლიმპიადაზე ამერიკელმა გოგონამ გაიმარჯვა

98

გასულ კვირას, თბილისში გამართულ დედაენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, ამერიკელმა მარიამ ნოელ სქროგინსმა გაიმარჯვა.

მან ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შესთავაზა ჟიურის წევრებს და ვიკალურ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.

მარიამ ნოელ სქროგინსი რუსთავის შოთა რუსთაველის სახ.სკოლა-ლიცეუმის მე-5 კლასის მოსწავლეა.

ქართული სიმღერაც და დედაენაც პატარა ამერიკელმა საქართველოში, რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეისწავლა. დღეს პატარა მარიამი არა მხოლოდ თავისუფლად ფლობს ქართულს, არამედ დედაენის ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. მომღერალმა ვოკალურ კონკურსში ჟიურის საუკეთესო შეფასება და საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე პატარა დასაც ასწავლის ქართულ ენას და ცდილობს მასთან ერთად კიდევ უფრო დახვეწოს ქართულად მეტყველება.

„ძალიან მიხარია ასეთ საინტერესო კონკურსში გამარჯვება. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ზაფხული და როდის დავბრუნდები ამერიკაში, რომ ჩემს ბებია-ბაბუას, ნათესავებს ჩემი წარმატების შესახებ ვახარო. ამერიკაში ბებიასა და ბაბუსაც ვუმღერებ ქართულ სიმღერებს და მოვუყვები ჩემი მეორე სამშობლოს შესახებ“. – ამბობს მარიამ ნოელ სქროგინსი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები