LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის 10 ყველაზე იღბლიანი ადამიანი, მათი ისტორიების დაჯერება გაგიჭირდებათ

788

ხან იღბალი ისე მოულოდნელად მოდის, დაჯერებაც კი ძნელია. დედამიწაზე ისეთი უცნაური ამბები ხდება, შესაძლოა, დაჯერებაც გაგვიჭირდეს.

მაგალითად – ცოცხალი გადარჩეს ადამიანი სასტიკი ავიაკატასტროფის შემდეგ, ათწლეულების წინ დაკარგული საქორწინო ბეჭედი არც მეტი არც ნაკლები – სტაფილომ ამოიტანოს მიწიდან, ან – ერთ წამში გავხდეთ მილიარდერი.

გაიცანით 10 ადამიანი, რომლებიც, ალბათ, პლანეტაზე ყველაზე იღბლიანები არიან.

 

ლენა პალსონი

ლენა პალსონმა საქორწინო ბეჭედი ბოსტნის დამუშავებისას დაკარგა. 16 წლის შემდეგ კი ის სტაფილოზე იპოვა.

 

სტივ ფლეიგი

სტივი დედის გარეშე გაიზარდა და მას წლების მანძილზე ეძებდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მან დედის გვარი არასწორად იცოდა. საბოლოოდ კი მიზანს სრულიად შემთხვევით მიაღწია – სტივმა მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ მაღაზიაში და საკუთარი პრობლემის შესახებ ხელმძღვანელს მოიუყვა. ხელმძღვანელმა კი ქალის სწორი გვარი დაადგინა და აღმოჩნდა, რომ სტივი და დედამისი ერთი და იმავე მაღაზიების ქსელში მუშაობდნენ.

 

ვირჯინია ფაიკი

ვირჯინია ლოტოს თამაშისას ერთი და იმავე ციფრების კომბინაციას ირჩევდა ყოველთვის. 2012 წელს მან 2 ბილეთი შეავსო შეცდომით ერთი და იმავე კომბინაციით და თითო ბილეთმა მას მილიონი დოლარი მოაგებინა.

 

ცუტომო იამაგუჩი

ცუტომო იამაგუჩი ერთადერთი ადამიანია, რომელიც იაპონიაში ორ ბირთვულ თავდასხმას გადაურჩა. ის საქმიანი მივლინებით იმყოფებოდა ჰიროსიმაში, როდესაც თავდასხმა მოხდა, აფეთქების ადგილიდან 3 კილომეტრის დაშორებით. ცუტომომ სხეულის დამწვრობა მიიღო, თუმცა გადარჩა.

სამი დღის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა ნაგასაკიში, სადაც მეორე აფეთქება მოხდა.

 

ჰარისონ ოჯეგბა ოკენე

ჰარისონ ოჯეგბა ოკენე გემზე მზარეულად მუშაობდა. აბაზანაში იყო, როდესაც გემმა ჩაძირვა დაიწყო და დროულად ევაკუირება ვერ მოახერხა. მან შეძლო ძრავის ოთახში შესულიყო და სამაშველო რგოლი აეღო. მაშველებმა მზარეულს სამი დღის შემდეგ მიაგნეს. ჰარისონი გემზე მომუშავე 12 ადამიანიდან ერთადერთი იყო, ვინც გადარჩა.

 

ჯოან გინტერი

ეს არის გამყიდველი, რომელმაც ჯოან გინტერს იღბლიანი ბილეთი მიჰყიდა და $5.4 მილიონი მოაგებინა. 10 წლის შემდეგ ჯოანმა კიდევ 2 მილიონი დოლარი მოიგო, 3 წლის შემდეგ კი კიდევ სამი მილიონი. 2008 წელს მან ჯეკპოტიც მოიგო, 10 მლნ დოლარის ოდენობით.

 

ჯულიან კოეპკე

ჯულიან კოეპკე გადარჩა ავიაკატასტროფის დროს 1971 წელს, თვითმფრინავი მდინარე ამაზონის თავზე ჩამოვარდა. 17 წლის გოგონას მხოლოდ სილურჯეები და ნაკაწრები ჰქონდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჯულიანმა რამდენიმე დღე ტყეში, ველურ ცხოველებთან ერთად გაატარა, შემდეგ კი ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა.

ავიაკატასტროფისას მხოლოდ კოეპკე გადარჩა, ყველა მგზავრი დაიღუპა.

 

მარტენ დე იონგი

დანიელმა სპორტმენმა „მალაიზიის ავიახაზების“ ორივე რეისზე დაჯავშნა ბილეთები და ბოლო წუთში მოხსნა ჯავშანი. ერთი რეისის თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანის თავზე გაუჩინარდა, მეორე კი 2014 წლის ზაფხულში ჩამოვარდა.

 

რეშმა ბეგუმი

რეშმა მკერავად მუშაობდა 18 სართულიან შენობაში, „რანა პლაზაში“. ის ძლიერ აფეთქებას გადაურჩა, თუმცა ნანგრევებში მოჰყვა. საბედნიეროდ, შეძლო ცოტაოდენი წყალი და საკვები ეპოვა და 17 დღის მანძილზე თავის გადარჩენა შეძლო, მაშველებმა ის იპოვეს და გადაარჩინეს.

 

ფრეინ სელაკი

ფრეინ სელაკი ხორვატიელი მუსიკის მასწავლებელია და პირველად სიკვდილს მაშინ გადაურჩა, როდესაც მატარებელი ტბაში გადავარდა. ამის შემდეგ, ის გადაურჩა ავტოავარიას, გადმოვარდა თვითმფრინავიდან და დაეცა თივის ზვინზე, 19 მგზავრიკი გარდაიცვალა. სელაკი ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ავტოავარიას გადაურჩა.

საბოლოოდ კი მასწავლებელმა ლატარიაში 1 მლნ დოლარი მოიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები