LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის მსგავსი პლანეტები, სადაც, სავარაუდოდ, სიცოცხლეც არსებობს – NASA-ს სენსაციური აღმოჩენა

280

ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი სულ მცირე 7 პლანეტა, რომლებიც მოძრაობენ ერთი ვარსკვლავის გარშემო, დედამიწისგან 40 სინათლის წლის დაშორებით, ამის შესახებ NASA-ს პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პლანეტებს აქვთ თითქმის დედამიწის ზომა და ზომიერი ტემპერატურა, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ იქ წყალი და სიცოცხლეც არსებობდეს.

„ეს პირველი შემთხვევაა, რომ ერთი და იმავე ვარსკვლავის გარშემო ამდენი ერთნაირი პლანეტა აღმოვაჩინეთ,“ – ამბობენ NASA-ში.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ პლანეტების ზედაპირზე ოკეანეებიც კი არსებობდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები