LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის ბაზრობები გარემოვაჭრეებს ადგილს შეღავათიანი პირობებით დაუთმობენ

66

დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით, ექვსი თვის ვადით, სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული.

როგორც “ფორტუნას” ბაზრობების ასოციაციიდან აცნობეს, ისინი დატვირთულ ობიექტზე ე.წ. ყოფილ გარემოვაჭრეებს, ყველა პირობას შეუქმნიაბ საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა.

თბილისის ბაზრობების ასოციაციას შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი დაუყონებლივ, სამიათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს.

ყველა დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის ბაზრობის დირექციას უნდა მიმართოს.

თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. შაბათს, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ. დედაქალაქის მთავრობამ დააანონსა, რომ გარევაჭრობა ქალაქის მასშტაბით აიკრძალება. ამასთან მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარემოვაჭრეებისთვის ბაზრობებზე ადგილები, რამდენიმე თვით, უფასოდ გამოყოფილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები