LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის გზებზე ძირითადი სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება

41

თბილისის მერი მოსახლეობას გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ძირითადი სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება, კერძოდ, დამთავრდება გზის საფარის პირველი ფენის დაგება.

„არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, შეუძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ამიტომ მინდა, მოვუბოდიშო მოსახლეობას, ვთხოვო მოთმინებისკენ. რამდენიმე დღეში, 15 სექტემბერს დასრულდება ძირითადი სამუშაოები და მოძრაობა იქნება შესაძლებელი, შემდეგ მეორე ეტაპი იქნება ამ სამუშაოების მთლიანად დასრულება და საბოლოო ფენით მოასფალტება და ბოლოს კეთილმოწყობითი სამუშაოები,“ – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, არის მცდელობა, რომ ეს პროექტები ნეგატიურ ჭრილში გადაიტანონ.

„ჩვენ ვისმენთ შეფასებებს, რომ სად იყვნენ აქამდე, რატომ არ გააკეთეს აქამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქალაქისთვის. ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, ამიტომ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა,“ – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები