LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება – კახა კალაძე

50

“დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა.

კალაძის თქმით, 15 დეკემბერს აინთება ასევე საახალწლო განათებები.

“წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება. სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში, გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. სადღესასწაულოდ მოირთვება ბაღები და სკვერები,” – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, განახლებული აღმაშენებლის გამზირზე 70-მდე სტარტაპერი მოაწყობს დღესასწაულს. დედაენის ბაღში განთავსდება ე.წ. “საახალწლო ქალაქი”.

როგორც კალაძემ აღნიშნა,  31 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს მეტროპოლიტენი და სხვა საქალაქო ტრანსპორტი. მათ შორის გლდანსა და ვარკეთილში წამსვლელებისთვის მერია უფასო ტრანსპორტტს გამოყოფს.

როგორც მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, 15 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხე 20:00 საათზე აინთება. ახალი წლის გალა კონცერტი 31 დეკმებერს კი სამივე ლოკაციაზე, 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები