LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქს დამატებით 8 ახალი დასუფთავების მანქანა ემსახურება

149

დედაქალაქს დასუფთავებისათვის განკუთვნილი ახალი სპეციალური ტექნიკა ემსახურება. 8 ახალი დასუფთავების მანქანა თბილისის ქუჩებში 6 აგვისტოდან გამოჩნდა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ 29 ერთეული ნაგავმზიდი მანქანა 2017 წლის დასაწყისში შეიძინა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად განხორციელდა.

ახალი ნაგავმზიდი მანქანები, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება, მოძველებულ და მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები