LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედას ღუდუშაურიდან ახალშობილს არ ატანენ” – რას პასუხობს კლინიკა ბრალდებებზე

126

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ღუდუშაურის კლინიკაში მყოფ მისი მეგობრის შვილის შესახებ წერს. როგორც ის ამბობს, ფორმალური პროცედურების გამო, მის მეგობარს კლინიკიდან ბავშვს არ ატანენ.

„sos!!!

კითხვა მაქვს! მოკლედ, ჩემი ახლობელი გოგო გათხოვდა მეორედ. პირველი ქმარი 9 წელია ძებნილია, ვლადიკავკაზში ცხოვრობს და მეორე ცოლ- შვილი ჰყავს, პირველი ცოლ- შვილით არასოდეს დაინტერესებულა, თუმცა ფორმალურად დღესაც რეგისტრირებული ცოლ-ქმარი არიან. ახლა გათხოვდა ეს გოგო, ბედნიერია, გააჩინა შვილი და აქ იწყება პრობლემა. ღუდუშაურიდან ახალშობილს არ ატანენ. პირველი ქმრის თანხმობა გვინდაო,რომ მისი შვილი არააო სკაიპით ჩაერთოს და თანხმობა თქვასო. კანონია ასეთიო. ამ გოგოს სასამართლოში დაწყებული აქვს განქორწინების პროცედურა, მაგრამ ჯერ დასრულებული არაა. ხოდა ახლა ბავშვი რჩება სამშობიაროში ( შვიდთვიანი დაიბადა, ხვალ პალატაში გადაიყვანენ. ის კაცი არასოდეს გამოჩნდება, ძებნლია და რას ვშვრებით ასეთ დროს? p.s. ხო კიდევ, ხვალიდან ბავშვს პალატაში გადაიყვანენ და ყოველდღიურად, სანამ არ გაიყვანენ, სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს ოჯახმა)). ახლა მაინტერესებს ყველასგან, ვისაც ეს ეხება, გულთგონთხართა??“, – წერს ლეჟავა.

კლინიკის ადმინისტრაცია უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ბავშვის დაყოვნების მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში ღუდუშაურის კლინიკის შესახებ გავრცელებულ სტატუსს. დავიწყებთ იმით, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ღუდუშაურის კლინიკიდან ოჯახს ახალშობილს არ ატანენ- რეალურად ბავშვის კლინიკაში დაყოვნების ერთადერთი მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც სამწუხაროდ არც გაწერის და არც პალატაში გადაყვანის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

რაც შეეხება ახალშობილის დაბადების მოწმობის გაცემის პროცედურებს, განგიმარტავთ რომ ეს არა ღუდუშაურის კლინიკის, არამედ იუსტიციის სახლის კომპეტენციაა“, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის ბავშვი, ხელწერილის საფუძველზე, კლინიკიდან უკვე გაყვანილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები