LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედიკო სხვა პატიმრების უფლებებს დაიცავს” – თეა სირაძემ პარლამენტში დაიწყო მუშაობა

99

ყოფილმა პატიმარმა თეა სირაძემ, რომელიც პრეზიდენტმა ივლისის დასაწყისში შეიწყალა, მუშაობა საქართველოს პარლამენტში დაიწყო, ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის აპარატში.

ფოტოს და ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ირმა ინაშვილი ავრცელებს.

„2017 წლის 31 ივლისი. თეა სირაძის ახალი სამსახური- საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის აპარატი,“ – წერს ინაშვილი.

37 წლის თეა სირაძე, კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონია, ის 4 შვილის დედაა.

სირაძე 2010 წელს თბილისში დააკავეს. მას პროკურატურა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედავებოდა. სასამართლომ თეა სირაძე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით  28 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები