LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედიკოს ბიჭი: გაიტანე შვილო გოლი და ჰა შენ ფული

103

“ნიუკასლის” 23 წლის კაპიტანი ჯამალ ლესელსი დედამისისაგან ყოველი გატანილი გოლისათვის 5 ფუნტს იღებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს გოლის გასატანად ორმაგი მოტივაცია აქვს. ყოველი გატანილი გოლის შემდეგ მას დედამისი ფულს უხდის ზუსტად ისევე, როგორც ბავშვობაში.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა პრემიერლიგის ბოლო ტურში “სტოკს” გაუტანა, ამის შესახებ ტვიტერზე ფეხბურთელის დედამ დაპოსტა.

”ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც იგი ”ნოტინგემ ფორესტის” აკადემიაში შევიყვანე, მისი თამაში ხანდახან მთელ ჩემს ფინანსებს ითხოვდა, რადგან ერთ გატანილ გოლში 5 ფუნტს ვუხდიდი და ეს დღემდე ასეა”, – ნათქვამი იყო პოსტში.

მიმდინარე სეზონში ლესელსმა დედისაგან უკვე 10 ფუნტი მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები