LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის დღე კარავში – 60 წლის ქალი უკვე 11 დღეა შიმშილობს

181

ვაგზლის მოედანზე, ბავშვთა სამყაროს წინ გაშლილ კარავში ხვდება დედის დღეს 60 წლის მოვაჭრე ჯული ელიავა. ის უკვე მე-11 დღეა შიმშილობს და  სახელმწიფოსგან დახმარებას და კომპენსაციას ითხოვს.

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს.  როგორც რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში დაზარალებული ჯული ელიავა ამბობს, ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ის 2012 წლიდან ვაჭრობს, ბიუჯეტშიც რეგულარულად შეჰქონდა გადასახადი და ახლა, როცა მისმა ზარალმა რამდენიმე ათეული ათასი ლარი შეადგინა და ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა, სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ამ დრომდე მათთან არც მერიის, არც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის და გამგეობის წარმომადგენლებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ, არც ზარალის ანაზღაურებაზეა საუბარი.

დაზარალებულ მოვაჭრეებს  ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე ვაჭრობის შემთხვევაში მხოლოდ  2 თვიანი საშეღავათო პირობები შესთავაზეს. დაზარალებული მოვაჭრეები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ერთდროულად 8 ხანძრის კერა იყო წარმოქმნილი, რაც სერიოზულ ეჭვებს აჩენს  და მომხდარის უკან კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს ხედავენ .

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები შიმშილობას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები