LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ელისაბედ II თავს კარგად გრძნობს

52

შობის დღესასწაულებზე დედოფალი ელისაბედ მეორე თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამ ფაქტის გამო მედიაში მისი გარდაცვალების შესახებ ჭორიც გავრცელდა, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ინფორმატორი არასანდო წყარო იყო.

ბრიტანეთის დედოფალი თავს კარგად გრძნობს. გასულ უქმეებზე იგი მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად საკვირაო წირვას დაესწრო. სანდრინგემში მდებარე ეკლესიაშივე გაიმართა დედოფლის დის, პრინცესა მარგარეტის ყოფილი მეუღლის, ლორდ სნოუდენის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რომელიც 13 იანვარს გარდაიცვალა.

დედოფალი კარგად გამოიყურებოდა და მიუხედავად ტრაგიკული ფაქტისა, ის ბევრს იცინოდა და ნათესავებს ესაუბრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები