LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ელისაბედი მეგან მარკლის დედას  სასახლეში საცხოვრებლად ეპატიჟება

405

დედოფალმა ელისაბედმა მეგან მარკლის დედა, დორია რაგლანდი სანდრინგემის სასახლეში დაპატიჟა. დედოფალმა თხოვნით მიმართა მარკლის დედას, შობა სამეფო ოჯახთან ერთად გაეტარებინა. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც დედოფალი სამეფო ოჯახში უცხო პირს ახალი წლის დღესასწაულზე ეპატიჟება. ინფორმაციას დღეს დასავლური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ასეთი პატივი ამ დრომდე ქეით მიდლტონის მშობლებსაც არ ჰქონიათ. მართალია მიდლტონები ხშირად ყოფილან შობას დედოფალთან ერთად, მაგრამ არა შობის ღამეს.

დორია ამერიკიდან ბრიტანეთში საცხოვრებლად რამდენიმე თვით გადმოვა და ნორფოლკში მდებარე სასახლეში იცხოვრებს. ამით დედოფალმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ორსული მეგან მარკლის მიმართ, რომელიც შობას დედასთან ერთად გაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები