LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალსა და პრინც ფილიპს გრიპი აქვთ, ტრადიციული საშობაო ვახშამი გადაიდო

148

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა და მისმა ქმარმა, პრინცმა ფილიპმა სანდრინგემში წასვლა გადადეს, სადაც, ტრადიციულად, სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით საშობაოდ იკრიბება. გაიკრვა, რომ  დედოფალი და პრინცი გაცივდნენ და გამგზავრებასაც სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ.

სამეფო ოჯახის გეგმების ცვლილების შესახებ ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა :

„დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი გაცივდნენ, ამიტომ გადაწყდა, ისინი დღეს სანდრინგემში არ გაემგზავრებიან.“

ტრადიციულად, ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი შობას ნორფოლკში, სანდრინგემში ატარებენ, სადაც მათ მთელი სამეფო ოჯახი უერთდება.

რამდენიმე დღის წინ ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 90 წლის დედოფალი 25 ეროვნული ორგანიზაციის პატრონაჟს წყვეტს, მომავალი წლიდან კი ამ საქმიანობას სამეფო ოჯახის სხვა წევრები აიღებენ საკუთარ თავზე.

სადრინგემი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები