LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალთან შესახვედრად მეგან მარკლი თეთრებში, ქეით მიდლტონი კი შავებში გამოეწყო (ფოტო)

56

დიდ ბრიტანეთში ერთა მერგობრობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა. 12 მარტს ბრიტანეთი იმ ქვეყნებს მიაგებს პატივს, ვინც მონარქიის როლის გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ღონისძიების მთავარი ცერემონია ვენსტმისტერის სააბატოში გაიმართა, სადაც ბრიტანეთის პრემიერი, ტერეზე მეი და სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით იმყოფებოდა. პირველად ოფიციალურ ღონისძიებას პრინც ჰარის საცოლე, მეგან მარკლიც შეუერთდა.

მეგან მარკლიმ პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის არჩევანი Amanda Wakeley-ს თეთრი ფერის პალტოზე გააკეთა, რომელიც ამავე ფერის შლაპასთან ჰქონდა შეხამებული, რაც სამეფო ოჯახის ეტიკეტის ნაწილია. სამაგიეროდ შავ ანსამბლს მიანიჭა უპირატესობა ქეით მიდლტონმა, რომელიც მესამე შვილს ელოდება. სამეფო ოჯახის წევრებმა, პრინცმა ჩარლზმა, უილიამმა და ჰარიმ უამრავ სტუმარს უმასპინძლეს და სპეციალურ წირვას დაესწრნენ. მოგვიანებით დედოფალმა ელისაბედმა გამომსვლელებს სიტყვით მიმართა. მედიაში ამ დღეს განსაკუთრებულად აშუქებენ, რადგან ესა არის მეგან მარკლის პირველი ოფიციალური გამოჩენა საოჯახო ღონისძიებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები