LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ბისექსუალია

60

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედის ბიძაშვილმა, ლორდ ივარ მაუნტბატენმა განაცხადა, რომ ბისექსუალია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრი საკუთარი სექსუალური კუთვნილების შესახებ საუბრობს.

მაუნტბატენი ცოლს, პენელოპა ტომპსონს  2011 წელს დაშორდა, წყვილი ერთად 1994 წლიდან ცხოვრობდა და სამი ქალიშვილი ჰყავთ.

ლორდის თქმით, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მოზარდობის წლებში შეიტყო, თუმცა სურდა, ჰეტეროსექსუალი ყოფილიყო.

„არ ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავქორწინდებოდი. ვუთხარი პენელოპას, რომ ბისექსუალი ვარ და ორივე სქესი მიზიდავდა. ჩემი ცოლი ყველაფერს მიგებდა და ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები,“ – აღნიშნავს მაუნტბატენი.

ამჟამად 53 წლის ლორდი ჯეიმს კოილს ხვდება, მათ ერთმანეთი 2015 წელს შვეიცარიაში გაიცნეს.

387fe2e500000578-3794495-image-m-27_1474140780318

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები