LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლის ქორწინების 70 წლის იუბილეზე ქეით მიდლტონი საყვარელი კაბით მივიდა (ფოტო)

129

სამეფო ოჯახის წევრებისთვის ეს კვირა განსაკუთრებულია. ელისაბედ მეორესა და პრინც ფილიპის ქორწინებიდან 70 წელი გავიდა. ამ სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, უინძორის სასახლეში სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ბრიტანელმა მონარქებმა პირადად უმასპინძლეს. მანქანაში მსხდომი პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და პრინცი ჰარი  ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა ისინი სასახლეს უახლოვდებოდნენ. როგორც ჩანს, ამ დღისთვის ქეით მიდლტონი განსაკუთრებულად მოემზადა. მან დედოფლის 70 წლის იუბილესთვის დიზაინერ დიანა ფონ ფიუსტენბერგის შავი მაქმანიანი კაბა შეარჩია, რომლითაც ორსული მიდლტონი სულ რამდენიმე დღის წინ, ბავშვთა ცენტრში სტუმრობისას ვიხილეთ. ეს კაბა მიდლტონს გამორჩეულად უყვარს, რადგან საღამოს ამ ულამაზეს კაბაში ის არაერთხელ გამოჩენილა. ცხადია ღონისძიბას პრინცი ჩარლზიც ესწრებოდა. ასე მოწვეულ სტუმრებს შორის დედოფლის ახლო ნათესავები და მეგობრები იმყოფებოდნენ.

საინტერესოა, რომ პრინცი ჰარი არ ჩქარობს დედოფლისთვის მეგან მარკლის გაცნობას. მარკლი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არც ამჯერად გამოჩენილა .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები