LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროში, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

138

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს.

პოლიციამ უკვე დაკითხა ჩვილის მშობლები. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი სწორედ ჩვილის დედაა.

უცნობია, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა თუ დაბადების შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები