LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dee Dee Bridgewater და სხვა საინტერესო მუსიკოსები ჯანსუღ კახიძის საერტაშორისო ფესტივალზე წარდგებიან  

93

Dee Dee Bridgewater, The Swingles, Janoska ensemble და მაია ბარათაშვილი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე გამოვლენ. ღონისძიება 3 მაისიდან 23 მაისამდე პერიოდშია დაგეგმილი. ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე Biletebi.ge.

პროგრამა კი მართლაც საინტერესოა. 3 მაისს ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდურიჟორებს, The Swingles ფრანგული ვოკალური ჯგუფია, რომელიც 1962 წელს პარიზში ჩამოყალიბდა. 10 მაისს ამერიკელი ბრწყინვალე ჯაზვოკალისტი Dee Dee Bridgewater დაიკავებს სცენას ორკესტრთან ერთად. Janoska ensemble კლასიკური მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც სხვადასხვა ისნტრუმენტზე უკრავენ და სცნობილი კომპოზიციების თავისებურ ვერსიებს სთავაზობენ მსმენელს. ისინი 19 მაისს წარდგებიან ქართველი მსმენელის წინაშე, 23 მაისს კი ქართველი ჯაზმომღერალი, მაია ბარათაშვილი დაასრულებს ფესტივალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები